ფეხბურთი

14:45 | 21.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრებმა მედიას ბოიკოტი გამოუცხადა

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ადგილობრივ მედიას ბოიკოტი გამოუცხადა და მასთან კონტაქტი გაწყვიტა. აღნიშნულის მიზეზი გასულ წელს მომხდარი ფაქტი გახდა, როდესაც ჟურნალისტებმა დაწერეს, რომ ეზეკიელ ლავეცი “ალბისელესტეს” ბაზაზე მარიხუანას ეწეოდა.

მაშინ, განცხადება ლიონელ მესიმაც გაავრცელა და მედია გააკრიტიკა. ჯერჯერობით უცნობია, როდემდე გაგრძელდება არგენტინელთა პროტესტი.

არგენტინის ნაკრები სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ზონაში ამჟამად მეხუთე ადგილზეა და ბოლო ხუთი თამაშიდან ერთადერთი აქვს მოგებული. ედგარდო ბაუზას გუნდი 24 მარტს ჩილეს, ხოლო ოთხი დღის მერე ბოლივიას ეთამაშება.

0.117145