ფეხბურთი

19:01 | 20.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიბალას სანაკრებო თამაში გაუცდება

“იუვენტუსის” თავდამსხმელის პაულო დიბალას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა კუნთის დაზიანება “სამპდორიასთან” მატჩში (1:0) მიიღო და მისი შეცვლა გახდა აუცილებელი. განგაში მხოლოდ ერთი საათი გაგრძელდა, მანამ სანამ გაირკვეოდა თუ რა დრო დასჭირდება ფეხბურთელს გამოსაჯანმრთელებლად.

არგენტინელს სანაკრებო მატჩი გაუცდება, თუმცა სავარაუდოდ “ნაპოლის” წინააღმდეგ იგი უკვე დაუბრუნდება მოედანს.

ძალიან მნიშვნელოვანია მისი დაბრუნება “ბებერი ქალბატონისთვის”, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირება ელის “ბარსელონასთან” და არგენტინელის არყოფნა დიდი დანაკლისი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელი “იუვენტუსში” 2015-2016 წლის სეზონში გადავიდა და დღემდე 86 მატჩში, 40 გოლი დაუგროვდა.

0.119922