ეს ამბავი ესპანეთში მოხდა. ბავშვთა შორის საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობდა, "ალარიო" და "კოლარენსე" ხვდებოდნენ ერთმანეთს. მატჩი შეწყდა, რადგან ერთი გუნდის ბავშვთა მშობლებმა მეორე გუნდის ბავშვთა მშობლებთან ჩხუბი დაიწყეს.
ამ სამარცხვინო ფაქტის შემდეგ, ორივე კლუბმა ბოდიში მოიხადა, თუმცა რა თქმა უნდა, მაინც მკაცრად დაისჯებიან. როგორც ჩანს, იქაც არის "ჩემი შვილი ყველაზე ნიჭიერია" და მსგავსი მიდგომები...
შემთხვევა პატარა ქალაქ ალარიოში მოხდა, კუნძულ მალიორკაზე.