ტურინის “იუვენტუსის” მეკარეს ჯანლუიჯი ბუფონს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ლესტერთან” თამაში არ სურდა, თუმცა იგი თავის შეხედულებას ცვლის და ამბობს, რომ “ბარსელონასთან” ორ მატჩში დაპირისპირება საშინელება იქნება.
ბუფონმა სერია A-ში “სამპდორიას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ახალი რეკორდი დაამყარა, ახლა კი სურს ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინოს თავი.
“ბარსელონასთან” ორი მატჩის ჯამში თამაში საშინელებაა, თუმცა მაყურებელი ლამაზ ბრძოლას იხილავს. იმედია დასასრული სენსაციური იქნება,” – თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის მატჩები 11 და 19 აპრილს გაიმართება.