საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მოსკოვში, “ლოკომოტივისა” და “სპარტაკის” შეხვედრას დაესწრო. სლოვაკმა მწვრთნელმა ამ მატჩში ქართველი ფეხბურთელების თამაში შეაფასა. მისი თქმით, ჯანო ანანიძეს არ უთამაშია იმ პოზიციაზე, სადაც იგი თავს ყველაზე კარგად გრძნობს.
“მოსკოვში სპეციალურად ჩამოვედი, რომ ჯანოსა და კვირკველიას თამაში მენახა. მოხარული ვარ, რომ ანანიძე დაბრუნდა “სპარტაკის” ძირითად შემადგენლობაში. მან თავდამსხმელის უკან ითამაშა, მაგრამ ვფიქრობ, ეს მისი პოზიცია არაა. მე ჯანოს ადგილს უფრო ფლანგზე, ანაც ნახევარდაცვის სიღრმეში ვხედავ.
ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო იური სიომინს, რომ კვირკველია “რუბინიდან” წამოიყვანა, სადაც მას არ ათამაშებდნენ. სიომინმა კი, სოლომონს შანსი მისცა”, - ციტირებს ვაისის სიტყვებს Sportfm.ru.
საქართველოს ნაკრები მარტის თვეში გასამართი მატჩებისთვის შეკრებას ორშაბათს, 20 მარტს დაიწყებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რუსეთში იგულავა ნაშებში ანანიძის თამაშს უყურა არა ურალი კიდე
მესი ჯერ აქტიური ფეხბურთელია მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას რომ მესი ერთი თავით მაღლა დგას მარადონაზეც და ყველაზე. მსოფლიო ფინალი წააგო მაგრამ არ შეიძლება ერთი თამაშით განსჯა
ალბათ ვისთვის როგორ. ზოგისთვის პელეა, ზოგისთვის მარადონა ანაც მესი. პირადათ ჩემთვის მარადონა საუკეთესო ფეხბურთელია ყველა დროის. მესი თუ მსოფლიო ჩემპიონი არ გახდება ახლოსაც ვერასოდეს ვერ მივა მარადონასთან.
ეს აქ არ უნდა დამეწერა )
ვერ გავიგე მოეწონა თუ არა ამ კაცს ანანიძისა და კვირკველიას თამაში?
მადლობა ეკუთვნის
ვაააა, ღირსების ორდენი ჰო არ მივცეთ სიომინს DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
სიომინი ჩვენი ძმაა ერთი ათი ლიტრი არაყი ხომ არ გაგვეგზავნა მადლობის ნიშნად ? DD