ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა ქალთა შორის 74-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.
ამჯერად მეექვსე ტურის პარტიები გათამაშდა. რაღა თქმა უნდა, გამორჩეულ ინტერესს ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერის ბელა ხოტენაშვილის თამაში იწვევდა, რომელიც შავებით მერი არაბიძეს ხვდებოდა. ხოტენაშვილმა გაიმარჯვადა ახლა მისი უპირატესობა მდევრებთან ერთიდან 1,5 ქულამდე გაიზარდა.
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა სალომე მელიასა და მირანდა მიქაძის შეხვედრაში.ფავორიტად მიჩნეული მელია თეთრებით დამარცხდა და სატურნირო მდგომარეობა გაიუარესა.
მეშვიდე ტურში მიქაძე ერთპიროვნულ ლიდერს ბელა ხოტენაშვილს ეთამაშება.
VI ტურის შედეგები
კუჭავა0,5:0,5 ხუხაშვილი
წერეთელი0,5:0,5 გვეტაძე
მელია 0 : 1 მიქაძე
ხოტენაშვილი 1 : 0 არაბიძე
ხურციძე 1 : 0 ხომერიკი
VII ტურისშეხვედრები:
ხომერიკი - კუჭავა
არაბიძე - ხურციძე
მიქაძე - ხოტენაშვილი
გვეტაძე - მელია
ხუხაშვილი - წერეთელი
მდგომარეობა VI ტურის შემდეგ:
1.ხოტენაშვილი - 5,5ქულა;
2.ხურციძე - 4 ქულა;
3.გვეტაძე- 4 ქულა;
4.მელია - 3,5ქულა;
5.არაბიძე- 3,5ქულა;
6.წერეთელი - 2,5 ქულა;
7.მიქაძე - 2 ქულა;
8.ხომერიკი- 2ქულა;
9.კუჭავა - 2 ქულა;
10.ხუხაშვილი - 1 ქულა.