ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ლოპეტეგიმ მარტის ბოლოს გასამართი სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. “ფურია როხას” რიგებში 25 ფეხბურთელია მიწვეული. ყველაზე დიდი მოულოდნელობა “მილანის” შემტევის, ჟერარ დეულოფეუს სიაში ყოფნაა.
სხვა მხრივ, ესპანელთა განაცხადი ასეთია:
მეკარეები: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერი”, ინგლისი), პეპე რეინა (“ნაპოლი”, იტალია), სერხიო რიკო (“სევილია”)
მცველები: ჟორდი ალბა (“ბარსელონა”), სესარ ასპილიკუეტა (“ჩელსი”, ინგლისი), ნაჩო მონრეალი (“არსენალი”), ნაჩო (“რეალი”), ჟერარ პიკე (“ბარსელონა”), ხავი მარტინესი (“ბაიერნი”, გერმანია), სერხიო რამოსი (“რეალი”), დანი კარვახალი (“რეალი”)
ნახევარმცველები: ანდერ ერერა (“მანჩესტერი”, ინგლისი), სერხი ბუსკეტსი (“ბარსელონა”), ასიერ ილარამენდი (“სოსიედადი”), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”), ისკო ალარკონი (“რეალი”), ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”, გერმანია), კოკე (“ატლეტიკო”), დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი)
თავდამსხმელები: პედრო როდრიგესი (“ჩელსი”, ინგლისი), ალვარო მორატა (“რეალი”), დიეგო კოშტა (“ჩელსი”, ინგლისი), ჟერარ დეულოფეუ (“მილანი”, იტალია), იაგო ასპასი (“სელტა”), ვიტოლო (“სევილია”)
ესპანეთის ნაკრები 24 მარტს ხიხონში ისრაელის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო ოთხი დღის მერე, პარიზში საფრანგეთთან ისპარინგებს.