ჭიდაობა

16:15 | 17.03.2017 | ნანახია 2465 - ჯერ

ორი ქართველი მსოფლიოს ნაკრებში

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრების წევრები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) მსოფლიოს ნაკრების განაცხადში შეიყვანეს. ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. წინასწარი გეგმით, ეს შეხვედრა ვლადიკავკაზში 24 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, დაახლოებით ორი თვით გადაიდო.

"ასე უკეთესია, რადგან მაისის დასაწყისში ევროპის ჩემპიონატი გველის. ვფიქრობ, მაისის შუა რიცხვებისთვის უძლიერეს შემადგენლობას კიდევ ერთხელ შევკრებთ და შევეცდებით, მსოფლიოს საუკეთესო მოჭიდავეებით დაკომპლექტებულ გუნდთან ბრძოლით ჩვენი ნაკრების ძალა ყველას დავანახოთ", - უთხრა რუსულ სპორტულ გამოცემებს რუსეთის ნაკრების თავკაცმა ჯამბულათ თედეევმა.

მსოფლიოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირანის ჭიდაობის ფეერაციის პრეზიდენტი რასულ ხადემი იქნება. გუნდის საბოლოო შემადგენლობა კი სავარაუდოდ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დასახელდება. ამ ეტაპზე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და გენო პეტრიაშვილის გარდა, მხოლოდ სამი მოჭიდავე დასახელდა: ევროპის (2016) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონი, იტალიელი ფრანკ ჩამიზო (65 კგ) და ამერიკელები: ოლიმპიური (2012) და მსოფლიოს 3-გზის (2011, 2013 და 2015) ჩემპიონი ჯორდან ბაროუზი (74 კგ) და ოლიმპიური (2016) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონი კაილ სნაიდერი (97 კგ).


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:59 | 21.03.2016
sa-martali (98)

მიდი ქეცბა ! კიდევ დაგიძახებენ ეს ბოღმიანები.

14:13 | 21.03.2016
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

ძალიან ახლოს არის აპოელი ჩემპიონობასთან. იმედია, ლიგის ჯგუფს ათამაშებს ქეცბა!

08:13 | 21.03.2016
araza-1918 (6330)

ზეგ სან-მარინოს 10-0 მოგების შემდეგ დვალი აბურჯანია კიტეიშვილი კაჭარავა ნაკრებს შეუერთდებიან, ამ ეტაპზე ვერ გვეხმარებიან 16 კაცი. კაკაბაძე გრიგალავა ჯიქია --დაუშვილი თარგამაძე ცინცაძე ლიპარტია ჯიღაური ებრალიძე პაპუნაშვილი ჰუფნახელი მერებაშვილი არაბიძე ---მარცვალაძე გელაშვილი დვალიშვილი


ლორია რევიშვილი კვასხვაძე ----ამისულაშვილი ლობჟანიძე კვერკველია ნავალოვსკი კაშია --- კანკავა კვეკვესკირი კობახიძე ანანიძე ყენია ოქრიაშვილი ძალამიძე ყაზაიშვილი ჭანტურია --- მჭედლიძე ვაწაძე ქვილითაია

10:49 | 21.03.2016
barca_giorgi (385)

ბაზარიი არაა არ გეზარება ამის წერა ყოველ კომენატრზეე? Dდდ

09:47 | 21.03.2016
FC.BAYERN+GERMANY (10046)

araza-1918
ესეთი რა გაფანატებული გაქ ? ამ ლამერებზე :დ

01:22 | 21.03.2016
M.U2015 (19400)

ქეცბაშეეე ლიგას დადებს მომავალ წელს

00:30 | 21.03.2016
რაჭა (10043)

წარმატებები ქეცბას....

0.064981
2465