უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შესაბამისად, ევროპის საკლუბო ტურნირის 8 უძლიერესმა გუნდმა 4 წყვილი შეადგინა.
ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
"ანდერლეხტი" (ბელგია) - "მანჩესტერი" (ინგლისი)
"სელტა" (ესპანეთი) - "გენკი" (ბელგია)
"აიაქსი" (ჰოლანდია) - "შალკე" (გერმანია)
"ლიონი" (საფრანგეთი) - "ბეშიქთაში" (თურქეთი)
უეფას ევროპა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები 13 აპრილს, ხოლო საპასუხო - ერთი კვირის თავზე, 20 აპრილს გაიმართება. ფინალური მატჩი კი, 24 მაისს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ჩატარდება.