ფეხბურთი

14:45 | 17.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტაბარესმა ბრაზილიასთან და პერუსთან მატჩებისთვის შემადგენლობა შეარჩია

ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ბრაზილიასთან და პერუსთან გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები: მარტინ კამპანი (ინდეპენდიენტე), ფერნანდო მუსლერა (გალათასარაი), ესტებან კონდე (ნასიონალი), მარტინ სილვა (ვასკო და გამა);

მცველები: მაქსი პერეირა (პორტუ), დიეგო გოდინი, ხოსე ხიმენესი (ორივე - ატლეტიკო), ხორხე ფუსილე (ნასიონალი), სებასტიან კოატესი (სპორტინგი), ალვარო პერეირა (სერო პორტენო), გასტონ სილვა (გრანადა);

ნახევარმცველები: მატიას ვესინო (ფიორენტინა), ალვარო რიოსი (ვერაკრუსი), მატიას კორუხო (სან ლორენსო), ხონათან ურეტავიასკაია (პაჩუკა), კარლოს სანჩესი (მონტერეი), ალვარო გონსალესი (ნასიონალი), ნიკოლას ლიდეირო (სიეტლ საუნდერსი), დიეგო ლაკსალტი (ჯენოა), ჯორჯიან დე არასკაეტა (კრუზეირო), კრისტიან როდრიგესი (პენიაროლი);

თავდამსხმელები: ლუის სუარესი (ბარსელონა), ედინსონ კავანი (პსჟ), აბელ ერნანდესი (ჰალ სიტი), დიეგო როლანი (ბორდო), კრისტიან სტუანი (მიდლსბრო).

სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ზონაში 12 ტურში მოპოვებული 23 ქულით მეორე ადგილზე მყოფი ურუგვაის ნაკრები ლიდერ ბრაზილიას (27 ქულა) 24 მარტს საკუთარ მოედანზე დაუხვდება, პერუს ნაკრებს კი 29 მარტს სტუმრად დაუპირისპირდება.

0.1234