კალათბურთი

13:30 | 17.03.2017 | ნანახია 1582 - ჯერ

უესტბრუკის 34-ე სამმაგი დუბლი

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის ექვსი მატჩი გაიმართა.

“ოკლაჰომამ” გასვლაზე “ტორონტოს” 123:102 აჯობა. რასელ უესტბრუკმა მიმდინარე სეზონში 34-ე სამმაგი დუბლი გაიფორმა. რასელმა გუნდს 24 ქულა, 16 პასი, 10 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა. მას 7 სამმაგი დუბლი აკლია ნბა-ს ყველა დროის რეკორდამდე: ოსკარ რობერტსონმა ერთ სეზონში 41 სამმაგი დუბლი შეასრულა. უესტბრუკს და “ოკლაჰომას” მიმდინარე სეზონში 14 მატჩი დარჩა ჩასატარებელი.

“კლივლენდმა” შინ “იუტა” 91:83 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “კლივლენდმა” 24:16 მოიგო.“კავალიერსს” ტრავმის მოშუშების შემდეგ კევინ ლავი 10 ქულით დაუბრუნდა. ლებრონ ჯეიმსმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 33 ქულა, 10 მოხსნა, 6 გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება. “კლივლენდი” 45 მოგებითა და 22 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება.

“კლივლენდი” – “იუტა” 91:83 (29:20, 15:22, 23:25, 24:16)

https://www.youtube.com/watch?v=A-nU5nJkajk

“ტორონტო” – “ოკლაჰომა” 102:123 (24:29, 24:29, 22:39, 32:26)

https://www.youtube.com/watch?v=c8J0PICQd14

“ატლანტა” – “მემფისი” 91:103 (28:26, 24:29, 13:23, 26:25)

https://www.youtube.com/watch?v=-aE83uNXOS4

“ნიუ იორკი” – “ბრუკლინი” 110:121 (33:28, 28:26, 26:38, 23:29)

https://www.youtube.com/watch?v=K-6u9CLdhu8

“დენვერი” – “კლიპერსი” 129:114 (27:19, 32:27, 44:34, 26:34)

https://www.youtube.com/watch?v=4tjABZKxtFQ

“გოლდენ სტეიტი” – “ორლანდო” 122:92 (34:20, 33:30, 36:21, 19:21)

https://www.youtube.com/watch?v=tCsGocpCSrk


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:05 | 18.03.2017
Jimmy@B (281)

Ra oskar robertsons ar uwyobda xels tavisi gundi?gundi imisaa ro xeli shegiwyos tore martom tu unda gaaketo yvelaperi mashin iqneboda boxi

00:44 | 18.03.2017
federer (17) (15576)

ბოლო თამაშებში რასმაც მოუმატა და გუნდმაც ცოტა გამოანათა და რთული თამაშები მოიგეს და რთულ თამაშებშიც სამმაგები დადო და აქ ვერავინ იტყვის რო სტატისტიკაზე თამაშის ფუფუნება ქონდაოო

00:46 | 18.03.2017
federer (17) (15576)

რასს იმიტო უთმობენ მოხსნას რო ელვისებურად გადადის შეტევაში ან ძალიან მაგარ შორეულ პასებს აკეთებს და უკვე ბოლოსკენ რო გუნდმა შეუწყოს ხელი არაფერია დასაზრახიი ისეთ შედეგზე გადის

20:12 | 17.03.2017
Jimmy@B (281)

Mvp gaxdeba rasi ki kargi sezoni aqvs hardens magram samwuxarod amastan wels aravis shansi araaq ise chaatarA sezoni ar umartlebs ra wveras))

20:10 | 17.03.2017
Jimmy@B (281)

Ra vtqva ar vici ai ise vbaleshikob russels jer ro aravistvis mibaleshikia uzlieresia tipi mgelia jer rogor omobs nebismier situaciashi)))

17:52 | 17.03.2017
MU012FC (9145)

რას, რას შვრები რას? )))

17:07 | 17.03.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ლებრონმა ყ ზე მკიდია ვიგებო დაა ბოლო მეოთხედი ჩაატარა. გობერმა ტრისსტანი და ფრაი დაატყ ა პარკეტზე სეროზული ცენტრია და საერთოდ იუტა კაი გუნდიაა მაგრად მევასება. ლავის პირველი თამაში ამდენი ხნის შემდეგ ძაან მაგარი იყო და სმიტიწმაგარი იყო მორჩეს დროზე რეგულარული ფლეიოფი მინდა

17:05 | 17.03.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კლივლენდს ვუყურე დღეს ამან რა ქნა არ ვიცი მარა სამ მეოთხედში გაუკეთებია იასნა გუნდი მუშაობს ამ რეკორდზე. გენიალური რეკორდია და ასე mvp უნდა მიცენ წესით მარა ჰარდენიც მეცოდება ჯერ კარიმ აახია ახლა ამან ორივეზე ეკუთვნოდა. ოდნავ ამ ორიდან მაინც ჰარდენს ვბალეშიკობ

15:01 | 17.03.2017
BEERTRANCE (97819)

რა აწყვეტილი აქვს.

14:45 | 17.03.2017
FC.BAYERN+GERMANY (10046)

რუსეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეელ მოდეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ

14:05 | 17.03.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

ბრავო რას, ბრავო !!! მეოთხე სამმაგი ზედიზედ დადო, გრაფიკიც გაასწორა DDDD
სხვა რა ინტერესი აქვს ოკლაჰომას ამ სეზონში ? პლეიოფში სპურსზე ან გოლდენზე თუ გავიდა, ეგრევე გამოვარდებიან, არც როკეტსი დააყრის კარგ დღეს. იუტასთან კი ექნებათ შანსი, მაგრამ მერე მამაზეციერიც ვეღარ უშველით.
მთავარი რეგულარულის დარჩენილი შეხვედრები და უესტბრუკზე თამაშია. ოსკარის რეკორდის დამხობა, სეზონური ტრიპლ-დაბლი და MVP-ს ტიტული ერთად ისეთი რამეა, არც ერთ კალათბურთის მოყვარულს რომ არ დაგვავიწყდება. შეიძლება რომელიმე სეზონის ჩემპიონი ვერ გავიხსენოთ, მაგრამ ეს სულ გვემახსოვრება.

14:37 | 17.03.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

უესტბრუკზე თამაში იმას ნიშნავს, რომ მის პასებს ზერელედ არ მოეკიდონ, კარგად გაეხსნან, პასს რომ მიიღებენ სასროლი ისროლონ. ფარიდან ასხლეტილ ბურთებზე ეცადონ, უფრო მოწინააღმდეგის მოთამაშეები დაბლოკონ, ვიდრე თავად მოიპოვონ. ნუ, ქულები პრობლემა არაა - სულ რომ არ წაუვიდეს თამაში, 20-25 ქულაზე მაინც ავა.
ყველამ უნდა გაიაზროს გუნდში, რომ ისტორიას წერენ რასელის დახმარებით.

16:59 | 17.03.2017
iloreli (2516)

ქულებიო რო თქვი.. საშუალოდ 10 საჯარიმო სროლას აკეთებს თამაშში, თამაშიდან ვაფშე რომვერ ჩააგდოს არ იქნება პრობლემა

13:55 | 17.03.2017
iloreli (2516)

ჩახევს უეჭველი ოსკარას, თან ზაპასით.. გამოასწორა რასმა ბოლო პერიოდია თავისი თამაში.. რამოდენიმე ტამაში ქულებზე რო იყო დახამებული +40 ბს რო ყრიდა თითქმის ყველა წააგო სანდერმა..
ლებრონს იუტა არ შეხვედროად ერთ სამმაგს ეგეც მიარტყავდა. 8 დაკარგვა ჩერესჩურააა უკვე ჯეეიიიმს. აზრზე მოდი ბუჯო.
გასოლის და ჯოკიჩის სამმაგებიც კი იყო ისე სახსენებელი

0.115829