“ჩიკაგო ბულზის” ლიდერმა დუეინ უეიდმა “მემფისთან” (91:98) წაგებულ მატჩში იდაყვი მოიტეხა, რის გამოც მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მიმდინარე სეზონში უეიდი ერთ შეხვედრაში საშუალოდ 18,6 ქულას, 4,5 მოხსნას, 3,9 შედეგიან გადაცემას, 1,5 ჩაჭრასა და 0,7 დაფარებას აგროვებდა.