ლოს ანჯელეს “კლიპერსს” “დენვერთან” მატჩში გუნდის ორი ლიდერი დეანდრე ჯორდანი და ბლეიკ გრიფინი ვერ დაეხმარებიან, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით გუნდის მწვრთნელმა დოკ რივერსმა ორივე კალათბურთელი ლოს ანჯელესში დატოვა და მოთამაშეებს დასვენების საშუალება მისცა.
“დენვერი” – “კლიპერსის” შეხვედრა 17 მარტს თბილისის დროით 05:00 სათზე დაიწყება.