პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა მარტში გასამართი მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ევროპის მოქმედი ჩემპიონი 25 მარტს უნგრეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში დაუპირისპირდება. სამ დღეში კი პორტუგალია ამხანაგურ მატჩს შვედეთთან გამართავს.
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სანტუშის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: ანტონი ლოპესი ("ლიონი", საფრანგეთი), კარლუშ მარაფონა ("ბრაგა"), რუი პატრისიუ ("სპორტინგი")
მცველები: ბრუნუ ალვეში ("კალიარი", იტალია), ჟოზე ფონტი ("ვესტ ჰემი", ინგლისი), ჟოაუ კანსელუ ("ვალენსია", ესპანეთი), ლუიშ ნეტუ ("ზენიტი", რუსეთი), პეპე ("რეალი", ესპანეთი), რაფაელ გერეირუ ("დორტმუნდი", გერმანია), სედრიკ სუარეში ("საუთჰემპტონი", ინგლისი), ელიზეუ პერეირა, ნელსონ სემედუ (ორივე "ბენფიკა")
ნახევარმცველები: ანდრე გომეში ("ბარსელონა", ესპანეთი), დანილუ პერეირა ("პორტუ"), ჟოაუ მარიუ ("ინტერი"), პიზი ("ბენფიკა"), ჟოაუ მოუტინიუ ("მონაკო", საფრანგეთი), რენატუ სანშეში ("ბაიერნი", გერმანია), ვილიამ კარვალიო ("სპორტინგი").
თავდამსხმელები: ბერნარდუ სილვა ("მონაკო", საფრანგეთი), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი", ესპანეთი), ედერი ("ლილი", საფრანგეთი), ანდრე სილვა ("პორტუ"), რიკარდუ კუარეჟმა ("ბეშიქთაში", თურქეთი), ჟელსონ მარტინში ("სპორტინგი").