ფეხბურთი

19:35 | 16.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრები ახალი სახეებით

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მარტის ბოლოს გასამართი ორი მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა. “მამლების” რიგებში 24 ფეხბურთელია და მათ შორის ოთხი, პირველად გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში.

“მონაკოს” ნიჭიერი შემტევი კილიან მბაპე, მისივე თანაგუნდელი ბენჟამინ მენდი, “მარსელის” შემტევი ფლორენ ტოვინი და “ლიონის” ნახევარმცველი კორენტინ ტოლისო.

სხვა მხრივ კი, დეშამის რჩეულთა სია შემდეგნაირია:

მეკარეები: ალფონს არეოლა (პსჟ), ბენუა კოსტილი (“რენი”), უგო ლორისი (“ტოტენჰემი”, ინგლისი)

მცველები: პრესნელ კიმპემბე (პსჟ), ლორან კოშელნი (“არსენალი”, ინგლისი), ლაიუნ კურზავა (პსჟ), ბენჟამინ მენდი (“მონაკო”), ადილ რამი (“სევილია”, ესპანეთი), ბაქარი სანია (“სიტი”, ინგლისი), ჯიბრილ სიდიბე (“მონაკო”), სამუელ უმტიტი (“ბარსელონა”, ესპანეთი)

ნახევარმცველები: ნგოლო კანტე (“ჩელსი”, ინგლისი), ტომას ლემარი (“მონაკო”), ბლეზ მატუიდი (პსჟ), პოლ პოგბა (“მანჩესტერი”, ინგლისი), ადრიენ რაბიო (პსჟ), კორენტინ ტოლისო (“ლიონი”)

თავდამსხმელები: ოსმან დემბელე (“დორტმუნდი”), კევინ გამეირო (“სევილია”, ესპანეთი), ოლივიე ჟირუ (“არსენალი”, ინგლისი), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), კილიან მბაპე (“მონაკო”), დიმიტრი პაიე (“მარსელი”), ფლორენ ტოვინი (“მარსელი”)

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები 25 მარტს, ლუქსემბურგს სტუმრად ეთამაშება, ხოლო სამი დღის შემდგომ ამხანაგურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

0.156531