ჩოგბურთი

18:36 | 16.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ნადალი დაამარცხა, კირგიოსმა ჯოკოვიჩს მეორედ აჯობა (+VIDEO)

ინდიან-უელსის მასტერსის 1/8-ფინალში დიდი სლემის 18-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ესპანელი რაფაელ ნადალი მარტივად 6:2, 6:3 დაამარცხა (VIDEO). შეხვედრა საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. როჯერმა 5-დან ოთხი ბრეიკი შეასრულა, ხოლო ნადალს ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ისიც ვერ გამოიყენა. ურთიერთშეხვედრებში რაფა 23:13 იგებს.

ავსტრალიელმა ნიკ კირგიოსმა ნოვაკ ჯოკოვიჩს 6:4, 7:6 აჯობა (VIDEO). კირგიოსმა გასულ კვირას ჯოკოვიჩს აკაპულკოს ტურნირზეც მოუგო. ჯოკოვიჩმა კირგიოსის ჩაწოდებას ვერაფერი მოუხერხა, შეხვედრა ისე დასრულდა სერბს ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია. ავსტრალიელმა პირველი სეტი ერთი ბრეიკით მოიგო, ხოლო მეორე პარტიაში ტაი-ბრეიკზე 7:3 იმარჯვა. ურთიერთშეხვედრებში კირგიოსი ბალკანელს 2:0-ს ამარცხებს.

1/4-ფინალში ფედერერი ნიკ კირგიოსს დაუპირისპირდება. მატჩი 17 მარტს თბილისი დროით 23:00 სათზე დაიწყება.

0.116207