ფეხბურთი

12:49 | 16.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბენატიამ სანაკრებო კარიერა კლუბში სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო დაასრულა...

ტურინის “იუვენტუსის” მცველმა მედჰი ბენატიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ თავად მაროკოელმა ფეხბურთელმა განაცხადა. 29 წლის ბენატიამ აღნიშნა, რომ მომავალში ნაკრებს დაუბრუნდება, თუმცა ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც კლუბში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება.

“სანაკრებო კარიერას ვასრულებ იქამდე, სანამ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ მექნება. ამჟამად მე “იუვენტუსში” ძირითადის ფეხბურთელი არ ვარ და უმჯობესია მაროკოს ნაკრებში იმ ფეხბურთელებმა ითამაშონ, რომლებიც ამას უფრო იმსახურებენ”, - აღნიშნა ბენატიამ.

მედჰი ბენატია “იუვენტუსში” მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, მიუნხენის “ბაიერნიდან” გადავიდა იჯარის წესით. “ბებერი ქალბატონის” ღირსება წელს მან ყველა ტურნირის ჩათვლით 14 მატჩში დაიცვა და ერთი გოლი გაიტანა. მაროკოს ნაკრებში კი, 41 თამაშში ორი გოლი აქვს გატანილი.

0.115664