ლევერკუზენის “ბაიერი” მადრიდში, “ატლეტიკოსთან” სათამაშოდ ნიჭიერი ნახევარმცველის, კაი ჰავერტცის გარეშე ჩავიდა. ამის მიზეზი ტრავმა სულაც არაა – როგორც “ფარმაცევტთა” ვებგვერდი იტყობინება, 17 წლის შემტევს სკოლაში გამოცდები აქვს და ამიტომ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი გაუცდება...
კაი ჰავერტცი გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ ფეხბურთელად მიიჩნევა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირის ჩათვლით 20 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.