ფეხბურთი

0:02 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე შესაძლოა “რომაში” დაბრუნდეს

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შესაძლოა, ახალი სეზონიდან იტალიური “რომა” ჩაიბაროს. Il Messaggero-ს ინფორმაციით, “ჯალოროსის” ხელმძღვანელობა 46 წლის ესპანელის კანდიდატურას განიხილავს ლუჩანო სპალეტის შემცვლელად.

თავად ესპანელი სეზონის დასრულების შემდეგ “ბარსელონას” დატოვებს, ხოლო სპალეტი კი, “რომადან” აპირებს წასვლას. შესაბამისად, აღნიშნული გარიგება რეალობას მართლაც ჰგავს.

აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკესთვის “რომა” ნაცნობი ადგილია. 2011-2012 წლების სეზონში იგი სწორედ რომაულ გუნდს ავარჯიშებდა, მაგრამ ცუდი შედეგების გამო იტალიის დატოვება მოუხდა.

0.113225