კალათბურთი

21:08 | 14.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში უოლი და თაუნსი გამოირჩნენ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “მინესოტას” ცენტრი კარლ ენტონი-თაუნსი და აღმოსავლეთში “ვაშინგტონის” ლიდერი ჯონ უოლი დაასახელეს.

გასულ კვირას “ვაშინგტონმა” ოთხივე შეხვედრა მოიგო, უოლი საშუალოდ ერთი მატჩში 29.8 ქულას, 11.3 პასს და 3.3 მოხსნას აკეთებდა.

თაუნსი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 29 ქულას, 12.3 მოხსნას აკეთებდა.

0.12019