“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩისთვის, ინგლისში 20 მოთამაშე იახლა.
“დალაქები” მოახლოებულ შეხვედრაში ლუსიანო ვიეტოს და კარისოს გარეშე ითამაშებენ.
ანდალუსიელები ლესტერში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრნენ:
მეკარეები: სერხიო რიკო, დავიდ სორია, ხუან სორიანო;
მცველები: გაბრიელ მერკადო, ადილ რამი, კლემენტ ლენგლეტი, მარიანო, ნიკო პარეხა, სერხიო ესკუდერო;
ნახევარმცველები: მატიას კრანევიტერი, ვისენტე იბორა, სამირ ნასრი, სტივენ ნ’ზონზი, პაბლო სარაბია, განსო, ვიტოლო, ფრანკო ვაზკესი;
თავდამსხმელები: ხოაკინ კორეა, სტევან იოვეტიჩი, ვისამ ბენ იედერი.
შეგახსენებთ, რომ "ლესტერს" და "სევილიას" შორის გასამართი დაპირისპირება "კინგ პაუერ სთედიუმზე" სამშაბათს 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ესპანეთში გამართული შეხვედრა ანდალუსიელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.