მადრიდის “რეალის” მეკარე კეილორ ნავასი კლუბის ისტორიაში შევიდა, თუმცა უარყოფითი კუთხით. 30 წლის კოსტა რიკელმა კიპერმა ლა ლიგის ბოლო ტურში, “ბეტისთან” (2:1) მატჩის 25-ე წუთზე ანტონიო სანაბრიას დარტყმული ვერ შეიმაგრა და ავტოგოლი მიითვალა.
კეილორ ნავასი გახდა “რეალის” პირველი მეკარე ბოლო 42 წელიწადში, რომელმაც საკუთარი კარი დალაშქრა. ბოლოს იგივე რამ მიგელ ანხელს შეემთხვა 1975 წელს.