ფეხბურთი

12:17 | 13.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ტოტიმ თამაშზე უარი თქვა

იტალიურ “რომაში” დაპირისპირება გრძელდება – კერძოდ, კვლავ მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისა და კაპიტან ფრანჩესკო ტოტის შორის. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, “პალერმოსთან” (3:0) მატჩის მიწურულს სპალეტიმ ტოტის მოედანზე შეშვება გადაწყვიტა და ამის შესახებ აცნობა კიდეც, მაგრამ ლეგენდარული ფეხბურთელისგან უარი მიიღო.

წყაროს ცნობით, ფრანჩესკომ ზურგის ტკივილი მოიმიზეზა და “რენცო ბარბერას” მინდორზე გასვლა იუარა.

საერთოდ, ტოტისა და სპალეტის შორის კონფლიქტი ახალი თემა არაა. ადრეც ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და როგორც ჩანს, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.

0.112212