ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის XXIV ტურში მოულოდნელად დამარცხდა თორნიკე შენგელიას “ბასკონია” – ბასკებმა გასვლაზე ბოლოადგილოსან “მანრესასთან” წააგეს ხუთი ქულის სხვაობით – 82:87.
“ბასკონიას” სასტარტო ხუთეულში ისევ არ ყოფილა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, თუმცა პარკეტზე 22:55 წუთი მაინც დაჰყო. ხსენებულ დროში თორნიკემ 12 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. შენგელიამ სამიდან 2 ორქულიანი, თერთმეტიდან 8 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი ერთხელ ისროლა და არაზუსტად. სხვათა შორის, ქართველს თანაგუნდელებს შორის ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა – 16.
“ბასკონია” 23 თამაშში 16 მოგებითა და 7 წაგებით მეოთხე ადგილზე იმყოფება.