კალათბურთი

11:50 | 12.03.2017 | ნანახია 4324 - ჯერ

ზაზას ორმაგი დუბლი და მარცხი სან ანტონიოში

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ სან ანტონიოსთან” 107:85 დამარცხდა. ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 20 წუთი დაჰყო, რა დროშიც ფაჩულიამ გუნდს 11 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი და ერთი ჩაჭრა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 9-დან ოთხი ორქულიანი და 5-დან სამი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “გოლდენ სტეიტს” გუნდის ლიდერები სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, დრეიმონ გრინი აკლდნენ, კალათბურთელები მწვრთნელმა დაასვენა. “სან ანტონიოში” კი კავაი ლეონარდს არ უთამაშია. ტეხასელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და “მეომრებმა” შეხვედრის ბოლომდე მდევრის როლში იყვნენ.

“გოლდენ სტეიტი” 52 მოგებით და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა, მეორე ადგილზე ზუსტად იმავე შედეგით 52 მოგებით და 14 წაგებით “სან ანტონიო” იკავებს.

მომდევნო შეხვედრაში “გოლდენ სტეიტი” შინ “ფილადელფიას” დაუპირისპირდება, მატჩი 15 მარტს თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:11 | 13.03.2017
dinamo222 (8587)

ისე რა უნამუსოები არიან გოლდენელები თურმე მექსიკელი პატარა ბიჭი ემილიო სტივ კარის და გოლდენის ფანი სპეციალურად ჩავიდა სან ანტონიოში მაგათ საყურებლად მშობლებს უხირდა გინდა თუ არა სან ანტონიოში წამიყვანეთ დღეს ჩემი სტივენი და გოლდენი თამაშობენ იქო ! მშობლებმაც შეაქუჩეს ფული ჩავიდნენ სან ანტონიოში იშოვეს იაფი ბილეთები დაიწყო თამაში და რას ხედავენ--არც სტივ კარი თამაშობს და არც დანარჩენი ვარსკვლავები D ემილიო გაიბუტა და მთელი თამაში ეძინა D(რამოდენიმეჯერ აჩვენეს საწყალი მძინარე ემილიო)ამას TNTზე გადაცემაც კი მიუძღნეს ! და დაემუქრნენ კარის და სხვა გოლდენელებსაც--თუ არ მოძებნით ემილიოს და ხელმოწერილ ბურთს ან მაიკებს არ აჩუქებთ ვაი თქვენი ბრალიო!მაგარი ისტორიები ხდება ამერიკაში რაა DD

16:08 | 13.03.2017
dinamo222 (8587)

მიუძღნეს ! და დაემუქრნენ კარის და სხვა გოლდენელებსაც--თუ არ მოძებნით ემილიოს და ისე რა უნამუსოები არიან გოლდენელები თურმე მექსიკელი პატარა ბიჭი ემილიო სტივ კარის და გოლდენის ფანი სპეციალურად ჩავიდა სან ანტონიოში მაგათ საყურებლად მშობლებს უხირდა გინდა თუ არა სან ანტონიოში წამიყვანეთ დღეს ჩემი სტივენი და გოლდენი თამაშობენ იქო ! მშობლებმაც შეაქუჩეს ფული ჩავიდნენ სან ანტონიოში იშოვეს იაფი ბილეთები დაიწყო თამაში და რას ხედავენ--არც სტივ კარი თამაშობს და არც დანარჩენი ვარსკვლავები D ემილიო გაიბუტა და მთელი თამაში ეძინა D(რამოდენიმეჯერ აჩვენეს საწყალი მძინარე ემილიო)ამას TNTზე გადაცემაც კი ხელმოწერილ ბურთს ან მაიკებს არ აჩუქებთ ვაი თქვენი ბრალიო!მაგარი ისტორიები ხდება ამერიკაში რაა DD

15:57 | 13.03.2017
dinamo222 (8587)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

16:09 | 13.03.2017
dinamo222 (8587)

რა ნახეთ აქ დასაბლოკიი ? ემილიოს ისეორია დავწერეე DD

15:21 | 12.03.2017
kakhaberry (2630)

სტატიას რედაქტორი არ ყავს?
რა უბედურებაა ასეთი შეცდომები, ძალიან ცუდად ხვდება თვალში...

13:23 | 12.03.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

ასეთი აფიშა ჰქონდა ამ თამაშს და მეორე სასტავების გამოყვანა იქნებოდა ?
ახსნა ერთი მაქვს - უკვე პლეიოფზე ფიქრობენ და ინერციით ივლიან დარჩენილ თამაშებში.
ან შეიძლება არ აქვთ დურანტის გარეშე პირველზე გასვლის იმედი და ბედს შეგუებულები არიან.

13:16 | 12.03.2017
majlajuna (1024)

ესენი იმდენს იზავენ მემფისზე გავლენ, მე როგორც მახსოვს მემფისს მეორე ეშელონის გუნდებიდან ყველაზე კარგად გამოდის გოლდენ სტეიტთან, მით უმეტეს უდურანტოს რას უზამენ

10:59 | 13.03.2017
sabonis (9584)

კი მარა დურანტი პლეიოფშიც არ იქნება?

13:52 | 13.03.2017
dinamo222 (8587)

აუცილებლად იქნება როგორც ვიცი უკვე ვარჯიშობს მმსუბუქად და 3-4 დღეში მწყობრში იქნება მაგრამ არა მგონია პლეი ოფამდე ათამაშონ და გარისკონ

13:29 | 12.03.2017
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

მემფის 4-0ს მოუგებენ

12:34 | 12.03.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

თამაშს ველოდებოდი და არმია რუსთავის თამაში გაიჩითა. ორმაგი კაია. გოლდენ ახლა მიაყრის მოგებებს მარა პირველზე სან ანტონიო გავა

0.129076