ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი სკანდალურ ცნობას ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, “ბარსელონასა” და “პარი სენ ჟერმენის” მატჩის დროს დენიზ აიტეკინი პარიზული კლუბის ფეხბურთელებს აგინებდა.
როგორც ზემოხსენებული წყარო წერს, გერმანელი მსაჯი პსჟ-ს ფეხბურთელებს ამა თუ იმ ეპიზოდის გაპროტესტებისას უხეშად ესაუბრებოდა. მეტიც, რამდენჯერმე აიტეკინმა უნაი ემერის შეგირდებს შემდეგნაირად უპასუხა: Fuck You!
“ბარსელონასა” და პსჟ-ს შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართა, თუმცა გამოხმაურება დღემდე გრძელდება. ამას ორი მიზეზი აქვს: ესპანელთა საოცარი ქამ-ბექი და დენიზ აიტეკინი.