“პორტუს” მეკარე იკერ კასილასმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. ესპანელმა პორტუგალიის ჩემპიონატში თავისი გუნდის კარი მშრალად უკვე მეთექვსმეტედ შეინახა, რაც მის კარიერაში ერთი სეზონის მიხედვით საუკეთესო შედეგია.
აქამდე კი, 2004-2005, 2006-2007 და 2009-2010 წლების სეზონში მას 15 შეხვედრაში არ ჰქონდა გოლი გაშვებული.
შეგახსენებთ, რომ იკერ კასილასი “პორტუში” 2015-2016 წლებში გადავიდა და დღემდე 57 მატჩი ჩაატარა.