ფეხბურთი

22:21 | 11.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვილიამ ბელარუსის სუპერთასი მოიპოვა
ნადირაძემ უკრაინის დუბლების ჩემპიონატში გაიტანა

ბელარუსის სუპერთასი, როგორც მოსალოდნელი იყო, ბორისოვოს ბატე-მ მოიგო. ბატე-მ "ჟოდინოს" 3:1 სძლია, გამარჯვებულთა შორის ბოლო 10 წუთი ითამაშა ვაკო გვილიამ. ეს მისი მეორე ტიტულია ბელარუსში: მანამდე ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

გვილიას ტრავმა ჰქონდა და საბედნიეროდ, მოირჩინა. ვაკო საქართველოს ნაკრებს სერბეთთან 24 მარტისშესარჩევ მატჩში დაეხმარება.

დანიის ჩემპიონატში მათე ვაწაძის "ვიბორგმა" გასვლაზე 0:1 წააგო "ლუნგბიუსთან" და ბოლო ადგილზეა. ვაწაძე სასტარტოში იყო, მეორე ტაიმის შუაწელს შეცვალეს.

უნგრეთში ბუბა დაუშვილის "დიოშდიორმა" სტუმრად 0:2 წააგო ლიდერ "ვიდეოტონთან" და ბოლოსწინა საფეხურზეა. დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

რუსეთში გიორგი ლორიას "კრილია" სტუმრად 0:1 დამარცხდა "უფასთან" და ბოლოდან მესამეზეა. ლორიამ ორი რთული ბურთი მოიგერია...

და კიდევ, ქართველის გოლი გავიდა უკრაინის დუბლების ჩემპიონატში. დონეცკის "ოლიმპიკმა" 2:0 სძლია პოლტავის "ვორსკლას", 20 წლის ნახევარმცველმა ლუკა ნადირაძემ კი ბოლო წუთზე დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.

ნადირაძე საყრდენად და ასევე, მარჯვენა მცველადაც თამაშობს. მას საქართველოს მოქალაქეობა აქვს. შესაძლოა, "ოლიმპიკის" ძირითად გუნდში დააწინაურონ და იქაურ უმაღლეს ლიგაშიც ითამაშოს.

რაც შეეხება გიორგი არაბიძეს, მან "შახტარისა" და "ზორიას" 21-წლამდელთა გუნდების მატჩში (0:0) არ უთამაშია. განაცხადში კი გახლდათ.

ვაკო გვილია, გიორგი ლორია, მათე ვაწაძე, ბუბა დაუშვილი, გიორგი არაბიძე,

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.105614