ჰოლანდიის ერედივიზიონის XXVI ტურის სასტარტო შეხვედრაში არნემის “ვიტესმა” შინ როტერდამის “სპარტა” 5:0 გაანადგურა. “გელრედრომზე” გამართულ მატჩში ტრადიციულად 90 წუთი გაისარჯა მასპინძელთა კაპიტანი გურამ კაშია და სასიხარულოა, რომ თავი გატანილი გოლითაც გამოიჩინა. 29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სტუმართა რბევას წერტილი 61-ე წუთზე დაუსვა.
გურამისთვის ეს პირველი გოლია ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში, ისე კი, ყველა ტურნირის ჩათვლით – მეორე. 26 იანვარს, კაშიამ ჰოლანდიის თასზე მეორე როტერდამული გუნდის, “ფეიენოორდის” კარი დალაშქრა.
“ვიტესი” 26 ტურის შემდგომ 39 ქულით მეხუთე ადგილზეა და მეოთხე პოზიციაზე მყოფ “უტრეხტს” ორი ქულით ჩამორჩება.