ჩოგბურთი

11:52 | 10.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ინდიან უელსის ტურნირს გამოეთიშა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის 1/64-ფინალში დამარცხდა. ნიკოლოზმა ბარბადოსელ დარინ კინგთან (133-ე) 5:7, 5:7 წააგო. შეხვედრა საათსა და 47 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში ბასილაშვილმა 5:5-ზე მოწოდება დათმო და კინგი დაწინაურდა, ხოლო მეორე პარტიაში ნიკოლოზი 4:1 იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და კინგმა ანგარიში გაუთანაბრა - 4:4. 5:4-ზე ბასილაშვილის სასარგებლოდ მეტოქის ჩაწოდებაზე ნიკას ერთი სეტ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა ვერც ეს შესაძლებლობა გამოიყენა.

კინგმა 7-დან 4 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ბასილაშვილმა - 4-დან 2.

ბასილაშვილმა ტურნირის ძირითად ბადეში გასვლით 26 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

0.147403