ვერის ბაღში მდებარე, ნონა გაფრინდაშილის სხელობის ჭადრაკის სასახლე მოჭადრაკე ქალთა 74-ე ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ასპარეზობაში 10 მოჭადრაკე მონაწილეობს. ესენი არიან: ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია , მერი არაბიძე, ნინო ხურციძე, სოფიკო ხუხაშვილი, თამარ წერეთელი, ნინო ხომერიკი, სოფიო გვეტაძე, მირანდა მიქაძე და ანა კუჭავა.
როგორც შემადგენლობიდან ჩანს, სხვადასხვა მიზეზით ტურნირს ეროვნული ნაკრების სამი წევრი გამოაკლდა - ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი.
ჩემპიონატის გახსნა და კენჭისყრა დღეს, 13 საათზეა ჩანიშნული. პირველი ტურის პარტიები კი ხვალ გაიმართება. ჩემპიონატის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ამის შემდეგ შემოგთავაზებთ.