ევროლიგის XXV ტურში მნიშვნელოვანი თამაში მოიგო თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ”, რომელმაც სტამბულში, “ფენერბაჰჩეს” დაძაბულ ბრძოლაში, ხუთი ქულით 79:74 აჯობა.
ტრავმის შემდეგ ნელ-ნელა ფორმაში შესვლას ცდილობს საქართველოს ნაკრების ლიდერი – თორნიკე სასტარტო ხუთეულში ამჯერადაც არ ყოფილა, თუმცა პარკეტზე საბოლოოდ 20:38 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 7 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. შენგელიამ ოთხიდან ერთადერთი ორქულიანი, ორიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო.
ამ გამარჯვებით კი, ბასკებს 25 მატჩში 11 წაგების წილ 14 მოგება გაუხდათ და მეექვსე პოზიციაზე იმყოფებიან. ევროლიგაში თორნიკე შენგელიასა და “ბასკონიას” მომდევნო მეტოქე გათამაშების ლიდერი, მოსკოვის ცსკა იქნება. შეხვერდა ესპანეთში, 18 მარტს გაიმართება.