ფეხბურთი

11:30 | 10.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რაკიტიჩმა და "ბარსამ" თანამშრომლობა განაახლეს

კატალონიის “ბარსელონამ” და ივან რაკიტიჩმა თანამშრომლობა განაახლეს, რითაც ბოლო მოუღეს ჭორებს, თითქოს ხორვატი ნახევარმცველი ესპანეთის დატოვებას აპირებდა. როგორც “ბლაუგრანას” ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და 29 წლის შუახაზელი “კამპ ნოუზე” 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ხელშეკრულებაზე ხელს მხარეები დღეს, 10 მარტს მოაწერენ.

ივან რაკიტიჩი “ბარსელონაში” 2014 წელს “სევილიადან” გადავიდა და ძირითად შემადგენლობაში ფეხი უმალ მოიკიდა. თუმცა, მიმდინარე სეზონში რაკიტიჩმა სასტარტოში კუთვნილი ადგილი დაკარგა, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ახლა უკვე ისევ დაიბრუნა და ძირითადში რეგულარულად ხვდება.

მიმდინარე სეზონში ივანმა ყველა ტურნირის ჩათვლით 37 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.

0.113117