ფეხბურთი

3:03 | 9.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ობას ჰეთ-თრიქი და მშვიდად მეოთხედფინალში (+VIDEO)

“დორტმუნდი” მშვიდად აუღელვებლად გავიდა მეოთხედფინალში – ის, რაც “სიგნალ იდუნა პარკზე” ხდებოდა, ძნელია აღწერო იმის შემდეგ, როდესაც პარალელურად “ბარსელონას” სასწაულის შემსწრე ხარ.

ტომას ტუხელის “ბორუსიას” ასეთი საოცრების მოხდენა არ დასჭირდა – “ყვითლებმა” დაამტკიცეს, რომ “ბენფიკაზე” ერთი თავით მაღლა დგას და ისე მოუგეს, რომ ოფლიც არ გამოსდენიათ. შეხვედრის გმირი პეირ-ემერიკ ობამეიანგი გახდა, რომელიც პირველ თამაშში გაცუდებული პენალტის გამო კრიტიკის ობიექტი იყო. გაბონელმა დანაშაული სრულად გამოისყიდა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა. სხვათა შორის, ობამეიანგი გახდა მეხუთე აფრიკელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა სამეულ ეტო’ოს, დიდი დროგბას, იუნეს ბრაჰიმისა და იაკუბუ აიეგბენის შემდეგ.

ერთი ბურთი პულიშიჩმა შეაგდო და ანგარიში განადგურებელი გამოვიდა – 4:0. “დორტმუნდი” შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა და ახლა შეუძლია მშვიდად დაელოდო მეტოქეს.

“დორტმუნდი” – “ბენფიკა” 4:0 (1:0) VIDEO

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

მაყურებელი: 65 849

“დორტმუნდი” (3-5-2): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი (გინტერი 88), ბარტრა; დურმი, კასტრო, ვეიგლი, დემბელე (კაგავა 81), შმელცერი; პულიშიჩი, ობამეიანგი (შურლე 86)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

“ბენფიკა” (4-4-2): ედერსონი; ნელსონ სემედო, ლუიზაო, ლინდელოფი, ელიზეუ; სალვიო (ჟონასი 64), სამარისი (ჟივკოვიჩი 74), პიცი, ანდრე ალმეიდა; მიტროღლუ, ჩერვი (ხიმენესი 82)

მწვრთნელი: რუი ვიტორია

გოლები: 1:0 ობამეიანგი (4), 2:0 პულიშიჩი (59), 3:0 ობამეიანგი (61), 4:0 ობამეიანგი (85)

გაფრთხილება: კასტრო (31), დემბელე (38), პიშჩეკი (65) – სამარისი (33)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) 5 (2) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 9:1

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

0.119627