ფეხბურთი

23:40 | 8.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბლინდმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანი ბლინდმა მარტის თვეში გასამართი მატჩებისთვის 27-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. "ნარინჯისფერები" 25 მარტს ბულგარეთს მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს სტუმრად გამართავს, ხოლო სამ დღეში შინ იტალიას ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.

ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დანი ბლინდის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: იერუნ ზუტი (პსვ), მიხელ ვორმი ("ტოტენჰემი", ინგლისი), იასპერ სილესენი ("ბარსელონა", ესპანეთი), ტიმ კრული ("ალკმაარი")

მცველები: დეილი ბლინდი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), უესლი ჰუდტი ("ლაციო", იტალია), იოელ ველტმანი ("აიაქსი"), სტეფან დე ვრეი ("ლაციო", იტალია), ბრუნო მარტინს ინდი ("სტოკი", ინგლისი), რიკ კარსდორპი ("ფეიენოორდი").

ნახევარმცველები: ლეროი ფერი ("სუონსი", ინგლისი), დავი კლასენი ("აიაქსი"), დევი პროპერი (პსვ), ბარტ რამსელარი (პსვ), მარტენ დე რონი ("მიდლსბრო", ინგლისი), ჟორჟინიო ვეინალდუმი ("ლივერპული", ინგლისი), კევინ სტროტმანი ("რომა", იტალია), ტონი დე ვილიენა ("ფეიენოორდი"), იენს ტორნსტრა ("ფეიენოორდი").

თავდამსხმელები: არიენ რობენი ("ბაიერნი", გერმანია), სტივენ ბერგეისი ("ფეიენოორდი"), მემფის დეპაი ("ლიონი", საფრანგეთი), ბას დოსტი ("სპორტინგი", პორტუგალია), ვინსენტ იანსენი ("ტოტენჰემი", ინგლისი), ლუკ დე იონგი (პსვ), ჯერმეინ ლენსი ("ფენერბაჰჩე", თურქეთი), კვინსი პრომესი ("სპარტაკი", რუსეთი).

0.117583