ფეხბურთი

20:40 | 8.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ და ბეილი "ნაპოლისთან" ერთმანეთს არ სცნობდნენ

"ნაპოლი"-"რეალის" მატჩმა (1:3) ისე ჩაიარა, კრიშტიანუ რონალდუმ და გარეთ ბეილმა ერთმანეთს ერთი პასიც არ გაუკეთეს. ასეთი ფაქტები ხშირად ხდება, როცა საქმე ეხება სუსტ გუნდს. ხდება, გუნდი ვერ უტევს, კონტრშეტევაზეც ვერ გადადის, მაგრამ "რეალი"?

Marca-მ ეს უსიამოვნო ფაქტად მიიჩნია. ხშირად იწერება, რომ "რეალის" შემტევებს შორის სინქრონულობა მოშლილია.

და კარიმ ბენზემა? ფრანგმა რონალდუს ერთხელ მისცა პასი და საპასუხოდაც ერთი მიიღო მისგან. აი, ბენზემა და ბეილი შედარებით შეხმატკბილებულნი იყვნენ: უელსელმა ორჯერ გადააწოდა ბურთი, ფრანგისგან კი სამჯერ მიიღო.

საბოლოოდ, მატჩის ბედი სულ სხვა ფეხბურთელმა გადაწყვიტა: სერხიო რამოსმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116568