მადრიდის “ატლეტიკოს” ფერნანდო ტორესი გამოუჯანმრთელდა. ამის შესახებ “როხიბლანკოს” ვებგვერდი იტყობინება. ესპანელმა ფორვარდმა გუნდთან ერთად ბოლო წვრთნაში სრული დატვირთვით მიიღო მონაწილეობა და წესით, თამაში უახლოეს შეხვედრაში უნდა შეძლოს.
შეგახსენებთ, ტორესმა “დეპორტივოსთან” შეხვედრაში უმძიმესი ტრავმა მიიღო და რამდენიმე წუთი გონებაც ჰქონდა დაკარგული, რის შემდგომაც მისი საავადმყოფოში გადაყვანაც გახდა საჭირო. თავდაპირველად აღნიშნულმა ეპიზოდმა საფეხბურთო საზოგადოებაში შიში გამოიწვია, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.