თბილისის "დინამოს" დირექტორატის ყოფილმა წარმომადგენლებმა, მიხეილ ხუციშვილმა და ლევან ზუხბაიამ საფეხბურთო სააგენტო შექმნეს და მუშაობენ არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ბაზარზეც.
სააგენტოს ჰქვია Smartball სპორტს მანაგემენტ და საქმიანობის შესახებ ლევან ზუხბაიამ მოგვიყვა:
"ეს სააგენტო გლობალურ ქსელს წარმოადგენს, გვყავს პარტნიორები რუსეთში, ესპანეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. ჯაბა ჯიღაური მაკედონიის "ვარდარში" წავიყვანეთ და მინდა ვთქვა, "ვარდარი" მშვენიერი ტრამპლინია უფრო ძლიერ კლუბში გადასასვლელად. რატომ? პოსტ-იუგოსლავიის ქვეყანაში ნომერ პირველი გუნდია და ხორვატიისა თუ სერბეთის კლუბებს დიდად არ ჩამორჩება პირობებით. მოწესრიგებული კლუბია, საქმისადმი მიდგომით, ხედვით. "ვარდარის" ფეხბურთელები მთელ მაკედონიაში დიდად დაფასებულნი არიან. მაგალითად, ფეხბურთელს დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლია რესტორანში იკვებოს, ისარგებლოს ულტრათანამედროვე ფიტნესცენტრით და პირადი ფიტნესმწვრთნელით. გარდა ამისა, მაკედონიაში გაცილებით მაღალ დონეზე ამზადებენ ფეხბურთელს ფიზიკურად. ჯიღაური საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული იყო ფიზმომზადებით, მაგრამ იქ ამით ვერავის გააკვირვებ. კიდევ მოსამატებელი აქვს და "ვარდარში" საამისოდ მშვენიერი პირობებია".
ჯიღაურის გარდა, ზუხბაიამ და ხუციშვილმა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი წაიყვანეს ბალკანეთში. დავით ვოლკოვი რამდენიმე დღეში კონტრაქტს გააფორმებს სერბეთის პირველი ლიგის კლუბთან, "ზემუნთან".
"ვოლკოვს ტრავმა ჰქონდა და ახლა რეაბილიტაციის პროცესს გადის. სავარაუდოდ, მაისის დასაწყისიდან შესძლებს თამაშს, მანამდე სერბული კლუბი დაეხმარება რეაბილიტაციაში. ფიზმომზადების მხრივ ვოლკოვს უჭირდა და სერბეთში უკეთესობა ექნება".
ლევან ზუხბაიამ გვითხრა, რომ რამდენიმე ფეხბურთელზე მიდის წინასწარი მუშაობა და ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გიორგი პაპუნაშვილია, რომელთანაც სააგენტოს კონტრაქტი აქვს გაფორმებული.
"გვაქვს კარგი კავშირები თუნდაც გერმანიაში, საფრანგეთში. პაპუნაშვილს, თუნდაც "დინამოს" ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დონეზე გადასვლა სჭირდება".
“სმარტბოლი” ოთარ კაკაბაძის საკითხზეც მუშაობს - თბილისის "დინამოს" ესპანური "ხიმნასტიკისგან" 380 000 ევროეკუთვნის კომპენსაციის სახით. ეს არის კაკაბაძის აღზრდისთვის (23 წლამდე) განკუთვნილი კომპენსაცია. “დინამოს” ინტერესებს ფიფაში სწორედ ლევან ზუხბაია იცავს, საქმე ფიფაშია განსახილველად. ზუხბაიამ გვითხრა, რომ “Smartball Sports Management” სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და არა მხოლოდ სატრანსფერო კუთხით. ეს სააგენტო სპორტულ სამართლებრივ კონსულტაციებსაც გასცემს, ზუხბაიას თქმით, ფიფა დაახლოებით ერთი კვირის ინტერვალში გამოიტანს ვერდიქტს და იმედია, "ხიმნასტიკს" კონკრეტულ ვადას მისცემს თანხის გადასახდელად. როგორც იცით, ფეხბურთელი ამჟამად დანიის "ესბიერგშია", მაგრამ იქ "ხიმნასტიკიდან" იჯარის წესით გადავიდა.
"კომპანია ამჟამად აქტიურად მუშაობს ახალგაზრდა ფეხბურთელების ევროპულ გუნდებში დაწინაურებაზე, ამჟამად მიმდინარეობს დაკვირვება 2 ფეხბურთელზე, რომლებსაც მიეცემათ საშუალება საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ თავი ზაფხულში, ევროპის წამყვან ლიგებსა თუ კლუბებში, ჩვენ მათ ამაში დავეხმარებით".
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯდგჰფ
stripslashes((strlen('http://golifan.com/')>0?'http://golifan.com/':'http://golifan.com/')) ეს არის სომხურ-ქართული პროექტი, ეს არის სოციალური ქსელი ფეხბურთის გულშემატკივლებისათვის. საიტის მიზანია გაერტიანოს ყველა ფეხბურთის გულშემატკივარი და გაერტიანოს! შექმნას ორგანიზებული ფეხბურთის გაერტიანება როგორს სასომხეთში აგრთვე საქართველოში.
საიტში შეგიზლიათ შემოიერთ ოთ ერთ აზროვანი მეგობრები, დაამატოთ ვიდეოები, შეგიზლიატ იმსჯელოთ და თქვენი პროგნოზები საინტერესო რეზულტატები თამაშები და ამით დაგროვებთ ქულებს.
საიტის მთავარი მიზანია ამ საიტში მხოლოდ საუბარი იყოს ფეხბურთზე არავითარი სხვა თემაზე, ვიდეო როლიკები და ასე შემდეგ.
პატივისცემით, Golifan.
не хотим войну !
))
ყველაზე ლოგიკური დასასრული იყო იმ სიტუაციიდან გამომდინარე რაც გუნდში სუფევდა, მოედნენ ყველა ფეხბურთელს ვისი ყიდვა არ უნდოდათ სვათა შორის ხედირაც იყო მაგ სიაში. ფელაინი მანდვე გყავს შე კაი კაცო უკვე შემდგარი ვარსკვლავია ძალიან ძლიერი ფიზიკურად და გეყიდა თავის დროზე ხო იქნებოდა შეთამაშებული გუნდთან
ფანტასტიური ტრასნფერი იყო საღოლ მოიესს,ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ნახევრაცმველია მსოფლიოში,ყველაფერი აქვს რომ უდიდესი მოთამაშე გახდეს
კარიერის დასრულების შემდგომ შეუზლია უინძორის სასახლეში იმუშაოს დაცვაში... ქუდზე ფული დაიზოგება


საღოლ ))))))))))))))))ან პრემიერ მინისტრის კართან დაერჭოს
შეუძლია დამლაგებლადაც იმუშაოს ,იატაკს მოწმენს ხოლმე
მასე რადიკულიტს ეიკიდებს შე კაცო


ოოო აბა ეხლა ცოტა უნდა გაუჭირვოს,ეგრე სადაა ძმაო
როგორც მოსალოდნელი იყო ისე მოხდა
წითელ ჩოხებში ვინც არიან,ფელაინებია
0?'>http://www.youtube.com/watch?v=c1cTKRMBUoc':'>http://www.youtube.com/watch?v=c1cTKRMBUoc'))
შავჩოხოსნები - ფელაინი სიბერეში
აუ ამ ფელაინით რა Gაატრაკეთ რა
ეს უეჭველი საყრდენად ითამაშებს, აბა რუნის ადგილას არ დააყენებენ.. საჭიროების შემთხვევაში შეცვლის უეინს
არავის წამოეგოს .!.
კარგი შენაძენია.ზუსტად ეს ჭირდებოდა იუნაიტედს.გილოცავთ იუნაიტედის ფანებო
ბიჭებო ვყიდი მანჩესტერის 1992 წლის ფორმას ორიგინალს 60 ლარად ფასზე
დამიკავშირდით 557487107
0?'>http://i945.photobucket.com/albums/ad292/sports_supporters/JUNHO2012/DSCF4239Large.jpg':'>http://i945.photobucket.com/albums/ad292/sports_supporters/JUNHO2012/DSCF4239Large.jpg')) ესეტი ფორმაა
რუანი უნივერსალი მოთამაშეა. საჭიროების მიხედვით მას სხვადასხვა ფუნქციის შესრულებას დავავალებ. თუკი ვიტარებამ მოიტანა, ფელაინის ფორვარდების უკან დავაყენებ.
რავიცი მე რო ვთქვი ფელაინი საყრდენათ არ უყიდიათ წინ დააყენებენ თქო დამცინეთ და აჰა DD + არც ისე უადგილო ყოფილა შემტევების შედარება ბუჩქისთან
შეუძლია სხვა არის და იმ მომენტში ლაპარაკი იყო საყრდენობაზე, თორე მასე მცველადაც უთამაშია და ფორვარდადაც და ყველას ხო არშევადარებთ?? ფლანგზე სისწრაფის პონტში გაუჭირდება თორე ცენტრში დაცვაშიც შეუძლია, ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც...
ფელაინი არა ის...მაგას ქვია ერისიონი
მეც ველოდები მოუტმენლად ამის გამოსვალს მაგრამ დხეს კალარბურტია და იმას ველოდები მოუტმენლად
გამეხარდა ამის გადმოსვლა..
მოუთმენლად ველოდები ამის დებიუტს
მართლა რამდენჯერ ყავს მანიუ გამწარებული ამ თმაგაბურძგნულს მაგრამ მთავარია რო ეხლა ჩვენ სასტავშია
ბიჭებო ვყიდი მანჩესტერის 1992 წლის ფორმას ორიგინალს 60 ლარად ფასზე
დამიკავშირდით 557487107
0?'>http://i945.photobucket.com/albums/ad292/sports_supporters/JUNHO2012/DSCF4239Large.jpg':'>http://i945.photobucket.com/albums/ad292/sports_supporters/JUNHO2012/DSCF4239Large.jpg')) ესეტი ფორმაა
გუშინ 160ად ყიდიდი და 100 ლირა თუ დღეში იკლებს ალბათ ხვალ აქეთ დაუმატებ ფულს