ფეხბურთი

12:47 | 8.03.2017 | ნანახია 1801 - ჯერ

ზიდანი: “არ ვფიქრობ, რომ გაგვიმართლა”

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური სერიის განმეორებით შეხვედრაში “ნაპოლი” შინ “რეალთან” 1:3 დამარცხდა, მატჩისშემდგომ “სამეფო კლუბის” თავკაცმა ზინედინ ზიდანმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მეორე ტაიმი მისმა გუნდმა დიდებულად ითამაშა.

“პირველ ტაიმში ჩვენ ძალიან გვიჭირდა, “რეალმა” თავიდანვე ვერ იპოვა თავის თამაში, “ნაპოლიმ” კი ინიციატივა ხელში აიღო, რითაც პირველ ტაიმში მეტოქემ ისარგებლა და გოლი გაგვიტანა. სულ მაღალ დონეზე ვერ ითამაშებ, მაგრამ მეორე ტაიმი დიდებული გამოგვივიდა. არ ვფიქრობ, რომ გაგვიმართლა, ფეხბურთში მსგავსი რამ არ არსებობს. ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები დავამტკიცეთ”- განაცხადა ზიდანმა.

“რეალმა” ორი მატჩის ჯამში “ნაპოლი” 5:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:03 | 08.03.2017
federer (17) (15576)

5-1 არა 6-2 დაამარცხაა
5-1 ბავარიამ მოიგო გუშინ

13:04 | 08.03.2017
federer (17) (15576)

და ჯამში 10-2 მოუგო არსენას
ისე ინლისელების ასეთ გაფარჩაკებას ნამდვილად არ მოველოდიი

0.124723