კალათბურთი

12:14 | 8.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

უესტბრუკის პირადსარეკორდო 58 ქულა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.

“ოკლაჰომა” შინ “პორტლენდთან” 121:126 დამარცხდა. რასელ უესტბრუკმა მეტოქეს 58 ქულა ჩაუგდო და პირადი რეკორდი დაამყარა, აქამდე რასელისთვის 54 ქულა საუკეთესო შედეგი იყო. მიმდინარე სეზონის რეკორდი 60 ქულაა, რომელიც კლეი ტომპსონს ეკუთვის. უესტბრუკმა 9-დან სამი სამქულიანი, 30-დან 18 ორქულიანი და 16-დან 13 საჯარიმო სროლა ჩააგდო. რასელმა ასევე გუნდს 9 პასი, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა. მიუხედავად რასელის წარმოუდგენელი თამაშისა “პორტლენდმა” გუნდური კალათბურთის ხარჯზე იმარჯვა, შვიდ კალათბურთელს 11 და მეტი ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მათ შორის ყველაზე მეტი 23 ქულით კრაბე გამოირჩა, ლილარდს 22 ქულა ჰქონდა.

“ოკლაჰომა” – “პორტლენდი” 121:126 (40:29, 27:32, 25:38, 29:27)

https://www.youtube.com/watch?v=hJMBLRGEou8

“დალასი” – “ლეიკერსი” 122:111 (38:29, 32:23, 33:22, 19:37)

https://www.youtube.com/watch?v=WBuzCwcWipE

“ფინიქსი” – “ვაშინგტონი” 127:131 (25:38, 36:30, 31:26, 35:37)

https://www.youtube.com/watch?v=XMScDuGK4pg

0.11463