კალათბურთი

15:00 | 8.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია: “ჩემი მიზანია ნბა-ში დავბრუნდე”

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და ესპანური “ბასკონიას” კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას განაცხადა, რომ ნბა-ში დაბრუნება სურს.

“ჩემი მიზანია მომავალი სეზონიდან ნბა-ში დავბრუნდე, მაგრამ თუ ეს ვერ მოხდა მინდა კარგ ევროპულ კლუბში ვითამაშო, მათ შორის არის “ბასკონიაც”- განაცხადა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ თოკო 2012 წელს დრაფტზე “ფილადელფიამ” აირჩია და “ბრუკლინში გაუშვა, სადაც ორი სეზონი ჩაატარა. შემდეგ 2013/14 წლების სეზონში “ჩიკაგო ბულზის” მაისურით ცხრა შეხვედრა ჩაატარა.

0.093603