ჭადრაკი

22:39 | 7.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისი და ფოთი ასაკობრივ ჩემპიონატებს მასპინძლობს

ქალაქები თბილისი და ფოთი, შესაბამისად საქართველოს პირველი ლიგის ასაკობრივ ჩემპიონატებს მასპინძლობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ზონის 8, 10 და 12 წლამდე მოჭადრაკე გოგონებსა და ჭაბუკებს შორის.

8, 10 და 12 წლამდელთა ჩემპიონატში, შესაბამისად 2009, 2007 და 2005 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებული მოჭადრაკეები მონაწილეობენ.

როგორც გოგონების, ისე ჭაბუკების თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში უმაღლესი ლიგის საგზურს I-IV გასული მოჭადრაკეები მიიღებენ.

0.126941