ფეხბურთი

11:12 | 8.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე 6 გოლით იმუქრება - მოხდება "კამპ ნოუზე" სასწაული?

კატალონიის “ბარსელონას” ურთულესი ამოცანის წინაშე დგას – “პარი სენ ჟერმენთან” შეხვედრაში ესპანელებს მინიმუმ 4 გოლი აქვთ გასატანი და თან საკუთარ კარში ერთიც არ უნდა მიიღონ. მიუხედავად ამისა, ლუის ენრიკე იმედს არ კარგავს, მეტიც, როგორც მან თქვა, “ბარსას” პსჟ-ს კარში 6 გოლის გატანა შეუძლია. ვნახოთ რა გამოუვა ენრიკეს და მის გუნდს, მაგრამ ფაქტია, რომ აქამდე პირველი მატჩის 0:4 წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე არცერთი გუნდი გასულა.

უნაი ემერი უფრო თავდაჯერებული ჩანდა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე. ესპანელის განცხადებით, პსჟ-მ ისეთი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, როგორც ეს პარიზში გააკეთა და პირველ მატჩში დაფიქსირებულ ანგარიშს ყურადღება არ უნდა მიაქციოს.

აღსანიშნავია, რომ პარიზელებს ყველა ტურნირის ჩათვლით უკვე 16 თამაშია სტუმრად არ წაუგიათ. დღეს კი, სამბურთიანი სხვაობით მარცხის უფლებაც აქვთ. მოკლედ, “კამპ ნოუზე” დიდი ამბებია მოსალოდნელი. დღევანელ შეხვედრაში კატალონელებს ალეიშ ვიდალი და ჟერემი მატიე ვერ დაეხმარებიან, ხოლო პსჟ მატჩს დანაკლისის გარეშე ხვდება.

აქამდე უეფას ტურნირების ისტორიაში სამი შემთხვევა იყო მხოლოდ, როდესაც გუნდებმა ოთხბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ – 1985-1986 წლების სეზონში “გლადბახმა” “რეალს” 5:1 მოუგო, მაგრამ სტურმად 0:4 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. “ლეიშოეშმა” 1961-1962 წლებში “ლა შოსს”, ხოლო “პარტიზანმა” 1984-1985 წლების სეზონში ქპრ-ს აჯობეს. პირველი თამაში 2:6 წააგეს, მაგრამ შემდგომ 5:0 და 4:0 იმარჯვეს, შესაბამისად.

რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონთა ლიგას – რაც ეს ტურნირი დაასრდა, ყველაზე დიდი ჩამორჩენა ლა კორუნიის “დეპორტივოს” აქვს აღმოფხვრილი. 2003-2004 წლების სეზონში გალისიელებმა “მილანთან” 1:4 წააგეს, მაგრამ შინ 4:0 იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

რაც შეეხება უშუალოდ 4:0 – ასეთი ანგარიში უეფას ტურნირების პლეი-ოფში 58-ჯერ დაფიქსირებულა. საგულისხმოა, რომ შემდეგ ეტაპზე ყველა შემთხვევაში ის გუნდები გადიოდნენ, რომლებმაც პირველი მატჩი ხსენებული ანგარიშით მოიგეს...

ლუის ენრიკე (“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი): “რამდენიმე კვირაა ვფიქრობ, რომელ ფაზას შეუძლია ჩვენი თამაშში დაბრუნება. თუმცა, თუ პსჟ-ს შეუძლია 4 გოლის გატანა, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ექვსი გოლი გავიტანოთ. პირველი შეხვედრის ანგარიში იყო ძალიან მკაფიო, მაგრამ კვალიფიკაცია ორმატჩიანი რაუნდისგან შედგება. ჯერ მხოლოდ პირველი ტაიმია დასრულებული და წინ 95 წუთი გვაქვს. იმედია, ჩვენთვის ყველაფერი პოზიტიურად დასრულდება”.

უნაი ემერი (“პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი): “ზუსტად იგივე შემართებით უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს პარიზში გავაკეთეთ. ეს ჩვენი ერთადერთი საფიქრალია ამჟამად. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ: დაცვისთვის, შეტევისთვის, ერთად თამაშისთვის. რა თქმა უნდა, ზეწოლას განვიცდით, მაგრამ ეს ჩვენს ფილოსოფიას არ ცვლის”.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

8 მარტი, 23:45 საათი

“ბარსელონა” (3-4-3): ტერ შტეგენი; პიკე, უმტიტი, მასკერანო; სერხი რობერტო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): ტრაპი; მუნიე, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, კურზავა; რაბიო, ვერატი, მატუიდი; დი მარია, კავანი, ლუკასი

მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები 2014-2015 წლების სეზონში ერთმანეთს ოთხჯერ დაუპირისპირდნენ – თავიდან ჯგუფურ ეტაპზე კატალონიელებმა შინ 3:1 მოიგეს. პარიზში კი, ფრანგებმა – 3:2.

2014 წლის 10 დეკემბერს, “კამპ ნოუზე” გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“ბარსელონა”: ტერ შტეგენი, ბარტრა (ადრიანო 90), პიკე, მასკერანო, მატიე, პედრო (რაკიტიჩი 68), ბუსკეტსი, ინიესტა (ჩავი 73), მესი, სუარესი, ნეიმარი

პსჟ: სირიგუ, ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუიზი, მაქსველი, ვერატი (პასტორე 62), ტიაგო მოტა, ლუკასი, მატუიდი, (ლავეცი 75), იბრაჰიმოვიჩი, კავანი

ბედად, იმავე სეზონში გუნდების გზა მეოთხედფინალშიც გადაიკვეთა. პარიზში სტუმრებმა 3:1 მოიგეს, ხოლო კატალონიაში, მასპინძლებმა ნეიმარის დუბლით – 2:0.

2015 წლის 15 აპრილს “კამპ ნოუს” მინდორზე შემდეგი ფეხბურთელები იყვნენ:

“ბარსელონა”: ტერ შტეგენი, ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა, რაკიტიჩი, ინიესტა (ჩავი 46), ბუსკეტსი (სერხი რობერტო 55), მესი, ნეიმარი, სუარესი (პედრო 75)

პსჟ: სირიგუ, ვან დერ ვილი, მარკინიოსი, დავიდ ლუიზი, მაქსველი, ვერატი, კაბაიე (ლუკასი 66), პასტორე, მატუიდი (რაბიო 80), კავანი (ლავეცი 80), იბრაჰიმოვიჩი

ასევე მეოთხედფინალში აჯობა “ბარსელონამ” პსჟ-ს 2012-2013 წლების სეზონში. 2:2 დასრულდა მატჩი “პარკ დე პრენსზე”, ხოლო ბარსელონაში 1:1 და “ბლაუგრანა” შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით აღმოჩნდა.

2013 წლის 10 აპრილს, “კამპ ნოუზე” გუნდებმა შემდეგი შემადგენლბით ითამაშეს:

“ბარსელონა”: ვალდესი, ალვეში, პიკე, ადრიანო (ბარტრა 62), ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, ვილა (სონგი 84), ფაბრეგასი (მესი 62), პედრო

პსჟ: სირიგუ, ჟალე (ვან დერ ვილი 88), ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი, ვერატი (ბექჰემი 83), ტიაგო მოტა, ლუკასი, პასტორე, ლავეცი (გამეირო 81), იბრაჰიმოვიჩი

1994-1995 წლების სეზონში კი, “პარი სენ ჟერმენი” გამოდგა უფრო ძლიერი. მაშინ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. ესპანეთში 1:1 დაფიქსირდა, ხოლო პარიზში ფრანგებმა 2:1 იმარჯვეს.

გარდა ამისა, “ბარსას” მეტოქე 1997 წლის თასების თასის ფინალში ჰყავს დამარცხებული რონალდოს გოლის წყალობით როტერდამში.

სტატისტიკა

“ბარსელონა”

“ბარსელონას” მონაცემები “კამპ ნოუზე” ფრანგულ გუნდებთან ასეთია: 7 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება. მთლიანობაში კი: 12 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება.

“ბარსელონას” შეუძლია საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მიჯრით მეთოთხმეტე თამაში მოიგოს. გარდა ამისა, ლუის ენრიკეს გუნდს შინ 18 თამაშია არ წაუგია (2013 წლის სექტემბრიდან მოყოლებული).

“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ზედიზედ მე-13-ედ თამაშობს. კატალონელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და საერთოდ, ამის გაკეთება მიჯრით მეათედ მოახერხა, რაც აბსოლუტური რეკორდია.

ჯგუფში “ბარსამ” საკუთარ მოედანზე სამივე თამაში მოიგო. გაიტანა 15 გოლი და გაუშვა – 0.

“ბარსელონას” შანსი აქვს მეოთხედფინალში გავიდეს ზედიზედ მეათედ. შარშან ამავე ეტაპზე “არსენალს” აჯობა (2:0, 3:1), მაგრამ მეოთხედფინალში “ატლეტიკოსთან” წააგო (2:1, 0:2).

“ბარსელონა” პენალტების სერიაში – 5 მოგება, 1 წაგება:

1988-1989 – თასების თასი, მეორე ეტაპი, “ლეხი”, 5:4.

1985-1986 – ჩემპიონთა თასი, ფინალი, “სტიაუა”, 0:2.

1985-1986 – ჩემპიონთა თასი, ნახევარფინალი, “გიოტებორგი”, 5:4.

1978-1979 – ჩემპიონთა თასი, მეორე ეტაპი, “ანდერლეხტი”, 4:1.

1977-1978 – უეფას თასი, მესამე ეტაპი, “იფსვიჩ თაუნი”, 3:1.

1977-1978 – უეფას თასი, მეორე ეტაპი, “ალკმაარი”, 5:4.

“პარი სენ ჟერმენი”

საფრანგეთის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ ოთხი სეზონია მეოთხედფინალიდან ეთიშება. შარშან, “მანჩესტერ სიტისთან” პარიზში 2:2 ითამაშა, ხოლო ინგლისში 0:1 წააგო.

პსჟ ესპანეთში შემდეგნაირად თამაშობს: 4 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება. მთლიანობაში კი, ესპანურ გუნდებთან: 11 მოგება, 6 ფრე, 7 წაგება. ბოლოს პარიზელებმა ესპანეთში 2012-2013 წლების სეზონში “ვალენსიას” სძლია ეზეკიელ ლავეცისა და ხავიერ პასტორეს გოლებით.

უნაი ემერის გუნდამ ჯგუფურ ეტაპზე გასვლაზე ჩატარებული სამი მატჩიდან ორი მოიგო, ერთხელ კი, ფრე ითამაშა. საერთოდ, პსჟ-ს ბოლო რვა საგარეო მატჩიდან ლიგაზე, ხუთი მოგებული აქვს.

“პარი სენ ჟერმენი” პენალტების სერიაში – 0 მოგება, 1 წაგება:

2001-2002 – უეფას თასი, მესამე ეტაპი, “რეინჯერსი”, 3:4.

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

ლუკას დინიე პსჟ-ში თამაშობდა 2013-2015 წლებში და ლიგა 1-ში 30 თამაში ჩაატარა.

როდესაც უნაი ემერი “ალმერიას”, “ვალენსიასა” და “სევილიას” ტავკაცობდა, “ბარსელონას” 23-ჯერ დაუპირისპირდა – 16 მარცხი, 6 ფრე და ერთადერთი გამარჯვება. “სევილიას” თავკაცის რანგში, გასულ სეზონში (2:1).

“რეალის” მაისურით ლეუის ენრიკეს, როგორც ფეხბურთელს პსჟ დამარცხებული ჰყავს, თანაც ორჯერ. უეფასა თასისა და თასების თასის მეოთხედფინალში.

ტიაგო მოტა “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილია და ლა ლიგაში 96-ჯერ ითამაშა “ბარსას” მაისურით (6 გოლი). ორჯერ მოიგო პრიმერადივიზიონი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა. 2006 წელს, “არსენალთან” ფინალის დროს, იგი სათადარიგო სკამზე იჯდა.

მაქსველმა 2009-2012 წლებში ლა ლიგაში “ბარსელონას” ღირსება 57-ჯერ დაიცვა და ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.

2011 წლის სექტემბერში, ტიაგო სილვამ “ბარსელონას” კარში გოლი ბოლო წუთზე გაიტანა. მაშინ იგი, “მილანის” ღირსებას იცავდა.

ნეიმარმა 2015 წელს ბლეზ მატუიდის საფრანგეთს 3:1 მოუგო. მაშინ, მოედანზე ტიაგო სილვაც იყო.

ალფონს არეოლამ შარშან “ბარსელონასგან” სამი გოლი გაუშვა, როდესაც იჯარით “ვილიარელაში” ასპარეზობდა (ორჯერ ნეიმარმა, ერთხელ კი სუარესმა გაუტანეს).

ანხელ დი მარიას “რეალის” რიგებში “ბარსელონას” წინააღმდეგ 16-ჯერ უთამაშია (5 მოგება, 4 ფრე, 7 წაგება. გოლები გაუტანა 2014 წელს კოპა დელ რეის ფინალში და 2012 წელს, ესპანეთის სუპერთასზე.

გჟეგოჟ კრიხოვიაკი “სევილიაში” 2014-2016 წლებში თამაშობდა და “ბარსას” წინააღმდეგ დაპირისპირება ხუთჯერ მოუწია – 1 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება.

ერთად უთამაშიათ

ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ლუკას მოურა და ნეიმარი (ბრაზილიის ნაკრები).

ბლეზ მატუიდი, ლაუინ კურზავა, ჰატემ ბენ არფა, ადრიენ რაბიო, ლუკას დინიე, ჟერემი მატიე და სამუელ უმტიტი (საფრანგეთის ნაკრები).

ხავიერ პასტორე, ანხელ დი მარია, ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანო (არგენტინის ნაკრები)

ედინსონ კავანი და ლუის სუარესი (ურუგვაის ნაკრები).

კევინ ტრაპი და მარ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანიის 21-წლამდე ნაკრები).

0.139706