ფეხბურთი

14:38 | 7.03.2017 | ნანახია 999 - ჯერ

როისი ოთხ კვირას გამოტოვებს

“დორტმუნდის” ერთ-ერთი ლიდერი მარკო როისი ტრავმის გამო, ოთხი კვირის განმალობაში ვერ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

27 წლის ფეხბურთელი შაბათს “ლევერკუზენთან” მოგებული (6:2) შეხვედრის 43-ე წუთზე დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. სამედიცინო გამოკვლევამ დაადგინა, რომ მარკოს ბარძაყი აქვს დაზიანებული და დასვენება აპრილის პირველ რიცხვებამდე მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ როისმა მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:21 | 07.03.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

შუშააა ტიპი არადა რა კლასნია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140279
სარეკლამო ადგილი - 99
X x X