ტერენს ჯონსი “მილუოკი ბაქსის” კალათბურთელი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ჯონსს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, კალათბურთელი “მილუოკიში” 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ჯონსი მიმდინარე სეზონში “ნიუ ორლეანის” ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 11.5 ქულას, 5.9 მოხსნას, 1.1 პასს და 1 ბლოკ-შოტს აკეთებდა.