გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.
“ფინიქსი” “ბოსტონს” შეხვდა და საკმაოდ დრამატული შეხვედრაც გამოვიდა. მატჩის დასრულებამდე 6 წამით ადრე “ბოსტონი” “ფინიქსს” 106:104 ამარცხებდა, რა დროსაც ბლედსოუმ 2-ქულიანი ჩააგდო და 106:106 გახადა, წესით ბოლო შეტევა ბოსტონელების უნდა ყოფილიყო, მაგრამ გუნდის ლიდერმა აიზეა ტომასმა ბურთი დაკარგა იქვე ულისმა აიღო, შორეული სამქულიანი გაუშვა და მატჩის საფინალო სირენასთან ერთად კალათში მოათავსა, საბოლოოდ “ფინიქმსა” 109:106 იმარჯვა.
“საკრამენტო” შინ “იუტას” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე სამი წამით ადრე “იუტას” ფრანგმა ცენტრმა რუდი გობერმა ორქულიანი ჩააგდო და 97:97 შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა. დამატებითი 5-წუთეულის ბოლო წამზე ისევ რუდი გობერმა გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო და საბოლოოდ “ჯაზმენება” 110:109 იმარჯვეს. მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა ჰუდის ანგარიშზეა. რუდი გობერს 16 ქულა და 24 მოხსნა ჰქონდა. “საკრამენტოში” 19 ქულით ტაი ლოუსონი გამოირჩა.
“დალასმა” საკუთარ დარბაზში “ოკლაჰომას” 104:89 აჯობა. ტეხასელებმა მეტოქე მეორე და მესამე პერიოდებში დაჩაგრეს. მატჩის ყველაზე მეტი 29 ქულა რასელ უესტბრუკმა ჩააგდო, რომელსაც 5 პასი და 6 მოხსნა ჰქონდა და მორიგი სამმაგი დუბლი ვერ შეასრულა. “დალასში” 22 ქულით კარი გამოირჩა. ნოვიცკიმ ორმაგი დუბლი შეასრულა 18 ქულა, 12 მოხსნა.
“ნიუ იორკი” – “გოლდენ სტეიტი” 105:112 (18:29, 32:20, 26:35, 29:28)
https://www.youtube.com/watch?v=3QcyFOJvYkw
“ფინიქსი” – “ბოსტონი” 109:106 (19:22, 30:20, 32:35, 28:29)
https://www.youtube.com/watch?v=4PDEnywl7V4
“ვაშინგტონი” – “ორლანდო” 115:114 (25:28, 20:33, 34:29, 36:24)
https://www.youtube.com/watch?v=AFpIGpwXVf8
“საკრამენტო” – “იუტა” 109:110 (31:25, 28:20, 22:24, 16:128. ო.ტ. 12:13)
https://www.youtube.com/watch?v=bz5H0KsIk1Y
“დალასი” – “ოკლაჰომა” 104:89 (28:27, 32:23, 28:21, 16:18)
https://www.youtube.com/watch?v=zeamGEGU2c0
“ლეიკერსი” – “ნიუ ორლეანი” 97:105 (20:26, 39:29, 14:28, 24:22)
https://www.youtube.com/watch?v=KE2t8iOSiLw