ფეხბურთი

14:00 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" შმიდტი დაითხოვა

ლევერკუზენის “ბაიერი” უმწვრთნელოდაა – როგორც “ფარმაცევტთა” ვებგვერდი გვამცნობს, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან როჯერ შმიდტი გათავისუფლებულია. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი “ბაიერის” წარუმატებელი თამაში გახდა მიმდინარე სეზონში.

“ლევერკუზენი” ბუნდესლიგაში 23 ტურის შემდეგ 30 ქულით მხოლოდ მეცხრე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 11 ქულით ჩამორჩება. მართალია, შმიდტმა “ლევერკუზენი” ლიგის მერვედფინალში გაიყვანა, მაგრამ იქ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე უიმედოდ წააგო მადრიდის “ატლეტიკოსთან” – 2:4.

რაც შეეხება შმიდტს – იგი “ბაიერს” 2014 წლიდან მოყოლებული წვრთნიდა და ორჯერ გაიყვანა სამჯერ შეიყვანა გუნდი ბუნდესლიგის ოთხეულში, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი ითამაშა გუნდმა მისი ხელმძღვანელობით.

0.109559