ფეხბურთი

11:42 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი სერია A-ში 2000 წლის შემდეგ

იტალიური “ტორინოს” თავდამსხმელმა ანდრეა ბელოტიმ იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში, “პალერმოსთან” მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა. 23 წლის ფეხბურთელმა სიცილიელთა კარი სამჯერ სულ რაღაც 7 წუთისა და 15 წამის ინტერვლაში აიღო.

ეს კი, იტალიის ჩემპიონატის ყველაზე სწრაფია ჰეთ-თრიქია 2000 წლის იანვრის შემდეგ. მაშინ, სამი გოლი უფრო ნაკლებ დროში “მილანის” თავდამსხმელმა ანდრეი შევჩენკომ გაიტანა “პერუჯას” კარში.

რაც შეეხება ბელოტის – მიმდინარე სეზონს დიდებულად ატარებს და ბომბარდირთა დავას 22 გოლით ლიდერობს. მის უკან კი, გონსალო იგუაინი და ედინ ჯეკო არიან 19-19 გოლით.

0.111174