ფეხბურთი

13:50 | 5.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ "არსენალთან" შეთანხმებას მიაღწია, ლონდონელები ვენგერის პასუხს ელიან

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ლონდონის "არსენალს" სიტყვიერად შეუთანხმდა და მზადაა მომდევნო სეზონიდან გუნდი გაწვრთნას. აღნიშნული ინფორმაცია Daily Express-მა გაავრცელა.

ინგლისელები იტალიელთან მოლაპარაკებას მიმდინარე სეზონის დაწყებიდან აწარმოებენ და ახლა უკვე არსენ ვენგერის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. "მეთოფეების" ხელმძღვანელებმა ფრანგს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს და თუკი მისგან უარს მიიღებენ, ალეგრისთან ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდება.

ჯერჯერობით უცნობია 67 წლის სპეციალისტი დატოვებს თუ არა ლონდონურ გრანდს. ფრანგს "ბარსელონას" თავკაცადაც მოიაზრებენ. როგორც უკვე ცნობილია, ლუის ენრიკე მომდევნო სეზონიდან ესპანელებს აღარ გაწვრთნის.

0.116299