ფეხბურთი

13:30 | 4.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" ბეილი ორ მატჩში დააკლდება

მადრიდის “რეალი” ესპანეთის ლა ლიგის უახლოეს ორ კალენდარულ შეხვედრას ერთ-ერთი ლიდერის, გარეტ ბეილის გარეშე ჩაატარებს. Marca.com-ის ინფორმაციით, უელსელი შემტევი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და შესაბამისად, “ეიბართან” და “ბეტისთან” მატჩებში თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

ბეილს აღნიშნული სასჯელი ლა ლიგის ბოლო ტურში, “ლას პალმასთან” გაძევების გამო ერგო. “რეალის” 11 ნომერმა მეტოქის მიმართ ჯერ სათამაშო ეპიზოდში იუხეშა გადამეტებულად, მერე კი, სახეში ხელიც უთავაზა.

0.122247